იქნება ე.წ. „ომიკრონის“ შტორმი – დევი ტაბიძე მოსალოდნელ საფრთხზე

19 დეკემბერი 2021, კვირა


იქნება ე.წ. „ომიკრონის“ შტორმი – დევი ტაბიძე მოსალოდნელ საფრთხზე


როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი” საქართველოში დაფიქსირდება, რაოდენობრივად აქამდე დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევებს გადააჭარბებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.


მისი თქმით, „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთადერთი საშუალება კვლავ აცრაა.
 
„იქნება ე.წ. „ომიკრონის“ შტორმი, რომელიც რაოდენობრივად გადააჭარბებს აქამდე არსებული დაინფიცირების რაოდენობას. ამას უნდა დავხვდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით, ეს არის ორჯერადად აცრილებისთვის – ბუსტერ დოზა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნის,” 
– აღნიშნა დევი ტაბიძემ.


კომენტარები: