უკოსტუმოდ და უფეხსაცმლოდ - საინტერესო ისტორია კროოსის წარდგენიდან

19 დეკემბერი 2021, კვირა


მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ტონი კროოსის ძმამ, ფელიქსმა თავისი ძმის პრეზენტაციის დღიდან საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"მადრიდში პრეზენტაციის დღეს ტონის კოსტუმი არ ქონდა. მას მოუწია ისეთი კოსტუმის თხოვება, რომელიც არ უხდებოდა , მაგრამ პრეზენტაციაზე ხომ კარგად უნდა გამოიყურებოდე.

მაშინ ტონისთვის ეს ყველაფერი დიდი პრობლემა იყო. თეთრი ფეხსაცმელი აგრეთვე არ ჰქონდა. საბოლოოდ, გასაკეთებელი არაფერი იყო და ტონი მოედანზე ლურჯი ბუცებით შევიდა". - განაცხადა გერმანელმა.

კროოსი ამჟამად მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან "ბლანკოსის" მაისურით 335 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 82 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები: