რა შემთხვევაში იქნება კანტეს ინტერში გადასვლა რეალური?

30 აგვისტო 2020, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერი" დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველით, ნ'გოლო კანტეთი.

"არისტოკრატები" ფრანგი ჩამშლელის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მხოლოდ მინიმუმ 50 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, "ლურჯების" შუახაზელის ტრანსფერი რეალური იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ნერაძური" რამდენიმე მოთამაშეს გაყიდის.

"შავ-ლურჯებს" ამ ეტაპზე არ შეუძლიათ კონკრეტულად ერთ ფეხბურთელში, თუნდაც "პენსიონერების" შვიდიანში აღნიშნული თანხის გადახდა.

კომენტარები: