რონალდუ წასვლაზე ფიქრობს - რა შემთხვევაში წავა კრიშტიანუ "მანჩესტერიდან"

02 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


კრიშტიანუ რონალდუს ნისლიან ალბიონზე დაბრუნება საუკეთესო სცენარით ვერ წარიმართა, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ცუდად გამოიყურება.


"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ოთხეულიდანაც ამოვარდნენ და გუნდი ოთხეულს უკვე საკმაოდ ჩამორჩება.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, შესაძლოა, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მომდევნო ზაფხულს "იუნაიტედი" დატოვოს.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "მანჩესტერი" ვერ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას და ევროპის საუკეთესო ტურნირზე ასპარეზობას.

აღსანიშნავია, რომ ამაზე რიო ფერდინანდმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუ კარიერის ბოლო წლებს ატარებს, ამიტომ მას არ ენდომება ევროპა ლიგაზე თამაში.


კომენტარები: