გრილიში: "2020-ში მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლასთან ვიყავი ახლოს"

01 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა აღიარა, რომ 2020 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან იყო ახლოს.

„მართლა ახლოს ვიყავი წასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ არაფერი არ მოხდა. წინასასეზონო მატჩში შაბათს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვეთამაშეთ, შემდეგ კი „ბერტონთან“ სათასო შეხვედრაში არ უნდა მეთამაშა.

„იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ „ვილას“ გენ დირექტორს და ჩემ აგენტს ვუთხარი, რომ თუ არ წავედი, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ.

სამშაბათს დილით ძაღლი გავასეირნე, ახალი კონტრაქტი გავაფორმე და იმავე დღეს ვითამაშე კიდეც. გამოსასყიდი თანხა შევათანხმეთ და თუ რომელიმე გუნდი მის გადახდას დათანხმდებოდა, ეს წაუგებელი ვარიანტი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს რომ შესანიშნავი სეზონი მქონდა, „ვილა“ კი 100 მილიონ ფუნტს მიიღებდა.“ - აღნიშნა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „სიტიმ“ გრილიშში სწორედ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადა.


კომენტარები: