'ამაყი ვარ და წინა კარიდან გავალ' - სულშერმა ცრემლები ვერ შეიკავა

22 ნოემბერი 2021, ორშაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გუნდიდან გაშვების შემდეგ კლუბის ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და “ეშმაკებს” ცრემლებით გამოემშვიდობა. 

“იცით, იუნაიტედი ჩემთვის რასაც ნიშნავს და რისი მიღწევაც მინდოდა. კლუბისთვის, ფანებისთვის, მოთამაშეებისთვის, პერსონალისთვის. მსურდა შემდეგი ნაბიჯი გადაგვედგა, ჩემპიონობისთვის გვებრძოლა, ტიტულები მოგვეგო. ყველაფერზე ლაპარაკი არ მინდა… ჟურნალისტები ინტერვიუს მომთხოვენ, ვიცი, მაგრამ ინტერვიუ არ იქნება. წინა კარიდან გავალ, რადგან ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ამ კლუბს ყველაფერი მივეცი, ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიე და დროა, გვერდით გავდგე. 


ძალიან ვამაყობ, როცა განვლილ 3 წელს ვუყურებ. ეს ისეთი რამ იყო, რაზეც ცხოვრებაში აუცილებლად ოცნებობ. ჯერ ფეხბურთელი იყავი, შემდეგ სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, მერე კი ერთადერთი და უდიდესი ოცნება აგიხდა და მთავარი გუნდი ჩაგაბარეს. პირველიდან ბოლო წუთამდე ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომაც მადლობას ყველა მოთამაშეს გადავუხდი, რადგან, მას შემდეგ რაც გუნდი ჩავიბარე, ისინი უკეთესი ადამიანები გახდნენ. ვიღაც მოვიდა, ვიღაც წავიდა, მუშაობა კი ყველასთან სასიამოვნო იყო.

მადლობა კლუბის მფლობელებს, რომლებიც მენდნენ და გუნდის წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მომცეს. იმედი მაქვს, იუნაიტედს იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ჩემს მოსვლამდე იყო. აქ კარგი მეგობრები შევიძინე, ზოგიერთ ბრწყინვალე ადამიანთან კი ურთიერთობა განვაახლე. წასვლის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ საკუთარი თავის ირწმუნონ, ისინი იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე შედეგი აქვთ. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო რაუნდს 1 მოგება აშორებთ, მათ მაიკლი (კერიკი) გაუძღვებათ, მას უდიდეს პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს… გუნდის თამაშებს, როგორც გულშემატკივარი, ისე ვუყურებ ხოლმე…" - თქვა ოლემ და ატირდა.


კომენტარები: