სკანდალი: სააკაშვილის საქართველოში ჩამომყვანი ,,კანონიერი ქურდი” კიევში ჩაცხრილეს! - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი?

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


სკანდალი: სააკაშვილის საქართველოში ჩამომყვანი ,,კანონიერი ქურდი” კიევში ჩაცხრილეს! - ვინ არის კრიმინალური ავტორიტეტი?

კიევში კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია ჩაცხრილეს. მკვლელობა იმდენად თავხედური გახლდათ, რომ უკრაინელი სამართალდამცავები და მედია ვერ იხსენებენ, 90-იანი წლების შემდეგ, ბოლოს როდის მოხდა ასე ღია და თავხედური მკვლელობა. მალანია კიევის სასამართლოს წინ მაშინ ჩაცხრილეს, როცა იქ სხვა ბრალდებულებთან ერთად, პროცესზე გამოცხადდა.

მალანიას უკრაინელი სამართალდამცავები ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და მკვლელობასაც კი ედავება. უფრო ზუსტად, მალანიას 2019 წელს ბრალი კომპანია „ალკოჰოლური ტრადიციების ფაბრიკის“ დირექტორის, ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში დასდეს, თუმცა შემდეგ ბრალდება მოუხსნეს და ახლა ამ მკვლელობისთვის ჩეჩნეთის მოქალაქე, ვინმე შარხან გაკაევი იძებნება.

რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, რომლებიც დღეს კიევის სასამართლოში მალანიასთან ერთად გამოცხადდნენ და სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩნენ. ესენი ირაკლი ჯაფარიძე, ლერი ასათიანი, ივან კობზარი და იგორ პშენიჩნი არიან. დაზარალებულად კი სასამართლომ ოცამდე პირი, მაათ შორის ქართველები – ირაკლი საბულუა, მალხაზ თორდია, მაია ჟვანია, ლოლა თორდია და ანა თორდია სცნო. თორდიები უკრაინაში ცნობილი ექიმები არიან და სასამართლო მალანიაას მათთვის ფულის გამოძალვას ედავებოდა.,,ალიამ” ამ საქმის მნიშვნელოვანი სხვა დეტალებიხ გაარკვია.

უკრაინაში მცხოვრები წყარო ,,ალიას” იმასაც უყვება, რომ მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოვებული პირი გახლდათ და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად უკრაინის შს მინისტრზე, არსენ ავაქოვზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და რა თქმა უნდა, სანაამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად. იმასაც გვეუბნებიან, რომ სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში და რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მიშას საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ გარდაცვლილმა დაგეგმა, თუმცა…

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ როგორც ,,ალიას” უყვებიან, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული. ისე გამოდის, რომ მალანია ვატოს ზურგსუკან ეხმარებოდა ექსპრეზიდენტს, მააგრამ რამდენად ახერხებდა ამას, როცა ვატო უკრაინაში ცხოვრობდა, ვერ გეტყვით. აი, მას შემდეგ, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს, როგორც ჩანს, მალანიამ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. ასეა თუ ისე, უკრაინელი სამართალდამცავები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელები სწორედ მალანიაას გამო იყვნენ სასამართლოსთან, რადგან „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ადგილიდან მხოლოდ მაშინ დაიძრა, როცა გარდაცვლილი გამოცხადდა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დანარჩენი ბრალდებულები კი ადგილზე იყვნენ და მათი დაცხრილვა თავდამსხმელებს არ უცდიათ.

წყარო: ალია


კომენტარები: