"მესი უცხოპლანეტელია, თუმცა მასზე წინ რონალდინიოს ვაყენებ", - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


ბარსელონას" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ მარკესმა რონალდინიო გაუჩოსა და ლიონელ მესის შორის საუკეთესო დაასახელა. შეგახსენებთ, მექსიკელს კატალონიაში უთამაშია როგორც ბრაზილიელის, ისე არგენტინელის გვერდითაც.

"რონალდინიო თუ მესი? რონალდინიო. მის გვერდით გავატარე კარიერის საუკეთესო წლები და კარგად ვიცი, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას მოწინააღმდეგე მცველებთან.

დიახ, არგენტინელი თავდამსხმელი ნამდვილად არაამქვეყნიური ფეხბურთელია, თუმცა ბრაზილიელ ფორვარდს ჰქონდა ქარიზმა, პოზიტივი და თამაშისადმი სიყვარული.

ლიონელთან ყოველთვის კარგი ურთიეღთობა მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ის იყო ჩემი ახლო მეგობარი, თუმცა გასახდელში ჩვენს შორის იდილია სუფევდა", - განაცხადა "ბლაუგრანას" ექს-უკანახაზელმა.

კომენტარები: