"პსჟ" მზადაა, ნეიმარი "ბარსელონაში" გაუშვას - მოულოდნელი ამბავი

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მეტად საინტერესო სიახლეებით გამორჩეულმა გამოცემა El Nasional-მა დღეს კიდევ ერთი ცნობა გაავრცელა, რომელიც ნეიმარ ჟუნიორსა და "ბარსელონას" ეხება.

წყაროს თანახმად, "პარი სენ ჟერმენის" შეფმა ნასერ ალ-ხელაიფმა გადაწყვიტა, რომ ნეიმარი გუნდიდან გაუშვას.

ამის მიზეზი კი ის არადამაჯერებელი თამაშია, რომელსაც ბრაზილიელი აჩვენებს.

ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში ნეის 1000 წუთზე მეტი აქვს ნათამაშები, თუმცა მის ანგარიშზე ოდენ 3 გოლია. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ჩემპიონთა ლიგაზე,
სადაც ვარსკვლავს თავი ჯერ არ გამოუჩენია.

გარდა ამისა, "პსჟ" ყველაფერს აკეთებს, რათა კილიან მბაპე შეინარჩუნოს. დიდი ალბათობით, პარიზელთა მთავარი კოზირი ფინანსურად ასტრონომიული შეთავაზების
გაკეთება იქნება, რაც გუნდში ნეიმარის ყოფნის პირობებში რთულად შესაძლებელია.

ამ ყველაფრის ფონზე ხელაიფს სურს, რომ 29 წლის შემტევი "ბარსას" აყიდონოს, თუმცა შუამავლების დახმარებით.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენი წლის მანძილზე ცდილობდნენ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ნეის დაბრუნებას, მაგრამ ახლა ეს თითქმის გამორიცხულია. "ბარსელონაში"
ჩავი ახალ, მთლიანად ახალგაზრდებზე დამყარებულ პროექტს იწყებს და ისიც შესანიშნავად გვესმის, რომ კატალონიელებს ნეიმარის ტრანსფერისთვის საჭირო თანხა
უბრალოდ არ გააჩნიათ. 

კომენტარები: