რატომ იმყოფება ლიონელ მესი მადრიდში

05 ნოემბერი 2021, პარასკევი


"პარი სენ ჟერმენის" მეგავარსკვლავი ლიონელ მესი მადრიდში შენიშნეს.

El Chiringuito-ის თქმით, არგენტინელი ადგილობრივ კლინიკაში მივიდა, რათა მუხლზე იმკურნალოს.

როგორც იცით, ლეომ ამ ტრავმის გამო "რედ ბულ ლაიფციგსა" და "პსჟ-ს" შორის გუშინ გამართული შეხვედრა გამოტოვა.

დიდია შანსი, რომ მესიმ ლიგა ერთის მომავალ ტურშიც ვერ ითამაშოს.

ახლა "ლა პულგას" მთავარი ამოცანაა, რომ სანაკრებო პაუზისთვის ბოლომდე იყოს მზად და არგენტინის ეროვნული ნაკრების დახმარება შეძლოს.

კომენტარები: