ითამაშებს თუ არა ნავასი ფინალში?

22 აგვისტო 2020, შაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრა გამოტოვა "პარი სენ-ჟერმენის" მეკარემ, კეილორ ნავასმა.

მიზეზი - ტრავმა და ცნობისთვის, კოსტა-რიკელი კიპერს ფინალში თამაშიც აქამდე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

Bild-ის თანახმად, "პსჟ"-ს კარის დარაჯი გამოჯანმრთელდა და ის მწყობრშია, აქედან გამომდინარე, გუნდს სათადარიგო მეკარე გამოყენების აუცილებლობა არ ექნება.

შეგახსენებთ, "პარიზში" გამოსვლამდე, ჩრდილოეთ ამერიკელმა კიპერი მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

კომენტარები: