მაია ჯაბუამ ძალიან მძიმე ინფორმაცია გაავრცელა: " "მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით"

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


მაია ჯაბუამ ძალიან მძიმე ინფორმაცია გაავრცელა: " "მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით"


"ვიცოდით, რომ გული აწუხებდა, ცოტა შეუძლოდ იყო. მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით. უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ" - დის გარდაცვალების შესახებ მომღერალმა მაია ჯაბუამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

როგორც მაია ჯაბუა აღნიშნავს, მის დას ერთი ქალიშვილი და შვილიშვილი დარჩა.

"ვიცოდით, რომ გული აწუხებდა, ცოტა შეუძლოდ იყო. მის გარდაცვალებას ნამდვილად არ ველოდით. უცებ მოხდა და ვერაფერი ვუშველეთ. ზოგადად, არ მიჭირს ჩემი ემოციებისა და ფიქრების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არ ვიცი, რა ვთქვა. თითქოს ტვინიც დაბლოკილია და არ იღებს ამ ინფორმაციას. ძალიან ცოტა დრო გავიდა, ჯერ ვერ დავალაგე აზრები. ერთი ქალიშვილი დარჩა და შვილიშვილი, რომლებისთვისაც დედა და ბებია მე და ჩემი და უნდა გავხდეთ. ჩემი ნაწილი თან გაჰყვა... უდიდესი ტკივილი დამიტოვა. ცოტათი ის მანუგეშებს, რომ მოგონებებში დამრჩა ბედნიერი დრო, როცა ყველანი ერთად ვიყავით", - ამბობს მაია ჯაბუა.


კომენტარები: