მიულერს ისტორიულ რეკორდამდე ერთი მატჩი აშორებს

10 აგვისტო 2020, ორშაბათი


ლონდონის "ჩელსის" განადგურების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს, ტომას მიულერს ჩემპიონთა ლიგაზე 112 მატჩი დაუგროვდა.

გერმანელი თავდამსხმელის მსგავსად, 112 შეხვედრის ჩატარება მოასწრო "რეკორდმაისტერის" ყოფილმა კაპიტანმა, ფილიმ ლამმა.

აღსანიშნავია, რომ "წითლების" აღზრდილებზე მეტი მატჩი "ბუნდესნაკრების" წევრებს შორის სხვას არავის ჩაუატარებია.

როგორც ვხედავთ, ალემანიელ ფორვარდს აბსოლიტურ რეკორდამდე სულ რაღაც ერთი შეხვედრა უკლია. "ბავარიას" მეტოქე "ბარსელონა" იქნება.

კომენტარები: