"რეალში" მხოლოდ მბაპე არ მოდის - კიდევ ერთი სამიზნე პარიზიდან ?!

27 თებერვალი 2022, კვირა


ესპანური გამოცემა El Nacional მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და მოსალოდნელ ტრანსფერს აანონსებს.

გამოცემის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" საკუთრებაში მყოფ პაბლო სარაბიას კარიერის გაგრძელება სამეფო კლუბში სურს.

ესპანელი ლიონელ მესის ტრანსფერს შეეწირა - ის ლისაბონის "სპორტინგში" იჯარის წესით ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში 7 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემაც აქვს.

თავის მხრივ, პორტუგალიურ კლუბს სარაბიას შენარჩუნება არ შეუძლია, რადგან ის მაღალი ხელფასის მოთხოვნას აპირებს.

როგორც ირკვევა, "ბლანკოსში" შემტევის ტრანსფერს პოზიტიურად უყურებენ და საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

კომენტარები: