რონალდუ: ,,ჩემი შვილი გამუდმებით მეკითხება, შეიძლება თუ არა ჰქონდეს მობილური”

08 თებერვალი 2022, სამშაბათი


პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, განმარტა თუ რატომ არ ყიდულობს მობილურს თავისი უფროსი შვილისთვის:
,,ჩემი შვილი დიდ დროს ფლანგავს იმის კითხვაში, შეიძლება თუ არა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, მე კი ვპასუხობ, რომ ჯერ ადრეა.
სიმართლეა, რომ ეს თაობა ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინაა და უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ დამოკიდებულები არ უნდა იყვნენ.


რა თქმა უნდა, ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ, თუმცა არა გამუდმებით,” – განაცხადა რონალდუმ.



მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 14 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები: