დაზარალებულის მამის უცნაური განცხადება: "მას არ სურდა ფოტოების გავრცელება"

31 იანვარი 2022, ორშაბათი


მეისონ გრინვუდის გარშემო აგორებული სკანდალი უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობია, ინგლისელს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
ჰერიეტ რობსონმა (გრინვუდის მეგობარი გოგონა) სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები და მისი თქმით, მეისონი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
MailOnline დაუკავშირდა ჰერიეტის მამას, რომელმაც მედიასთან მცირედით უცნაური განცხადება გააკეთა და თითქოს, გრინვუდი დაიცვა.
"ამის შესახებ დილას, ადრიანად გავიგეთ, ჯერ აზრეც ვერ მოვედით. როგორც მამას, არ მსურს, რომ შვილმა ასეთი რამ გადაიტანოს. ახლა პოლიცია ჩვენს სახლშია და ჰერიეტი დაკითხვაზეა.
მან გვითხრა, რომ ტელეფონი ჰაკერებმა გაუტეხეს. ჩვენ ვურჩიეთ ტელეფონის გათიშვა, რაც გააკეთა, თუმცა ფოტოები გავრცელდა და უკვე გვიანი იყო.
ის განადგურებულია, რადგან არ სურდა ამ ფოტოების გავრცელება. ბოლო რამდენიმე თვე მათი ურთიერთობა კარგი არ იყო, რის გამოც ჰერიეტი მძიმე მდგომარეობაში იყო.
მეისონს დიდი ხანია ვიცნობთ. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დიდი ხანი იყვნენ ერთად. ახლა, საქმეს პოლიცია იძიებს", - განაცხადა მისტერ რობსონმა.


კომენტარები: