რონალდუს ნამდვილი ხასიათი! - ფერდინანდმა საინტერესო ამბავი გაიხსენა

30 იანვარი 2022, კვირა


მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუს მენტალიტეტის და ხასიათის შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარულმა მცველმა პორტუგალიელის სათხოვარიც გაამხილა, რომლითაც მას კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ატალანტასთან" გასამართ მატჩამდე მიმართა.

რიოს თქმით, კრიშტიანუმ მას "ატალანტას" სათამაშო ტაქტიკის, ფორმაციის ვიდეო ანალიზები სთხოვა, რადგან რიოს BT Sports-ის ჩანაწერებზე აქვს წვდომა.

ფერდინანდს The Athletic-თან საუბრისას არ გაუმხელია, გაუგზავნა თუ არა რონალდუს ჩანაწერები, თუმცა ფაქტი ისაა, რომ პორტუგალიელმა ბერგამოში დუბლი შეასრულა.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი მენტალიტეტი აქვს "იუნაიტედის" მეშვიდე ნომერს.


კომენტარები: