რამოსი: "არის თუ არა რონალდუ ყველაზე ძლიერი, ვისთანაც მითამაშია?"

25 იანვარი 2022, სამშაბათი


კრიშტიანუ რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა, სერხიო რამოსმა Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა და სხვა საკითხებთან ერთად, ყოფილი თანაგუნდელი გაიხსენა.

"არის თუ არა რონალდუ ყველაზე ძლიერი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ძალიან რთული შეკითხვაა, ბევრ ვარსკვლავთან ერთად მაქვს ნათამაშები.

რა თქმა უნდა, კრიშტიანუ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, როგორც რეალის, ისე მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში.

ვერ დავივიწყებ იმას, რომ მე ბრაზილიელ რონადლოსთან, რობერტო კარლოსთან, ზიდანთან, კასილიასთან და რაულთან ერთად მაქვს ნათამაშები",- განაცხადა სერხიო რამოსმა.


კომენტარები: