რომელ ფასტფუდს ანიჭებენ უპირატესობას რონალდუ და მესი?

06 იანვარი 2022, ხუთშაბათი


მოგეხსენებათ, რომ კრიშტიანუ რონალდუ გიჟურად უფრთხილდება სხეულს - სპეციალური დიეტა, ალკოჰოლის გარეშე და დღეში 5-ჯერ ძილი, მაგრამ პორტუგალიელს ერთი სისუსტე მაინც აქვს – პიცა.

ინტერვიუში მან თქვა, რომ შეუძლია შვილთან ერთად მიირთვას რამდენიმე ნაჭერი პიცა, "თორემ მოსაწყენი იქნებოდა". რონალდუს დედამ დოლორესმა თქვა, რომ კრიშტიანუ კვირაში ერთხელ ჭამს პიცას და შემდეგ დაუყოვნებლივ ბრუნდება სპორტდარბაზში.

სხვათაშორის, როცა რონალდუ ჯერ კიდევ "რეალში" თამაშობდა, ერთ-ერთმა ნეაპოლიტანურმა რესტორანმა მადრიდისა და ნაპოლის მატჩის საპატივცემულოდ სპეციალური პიცა მოამზადა სახელად "CR7".

რაც შეეხება მესის, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში მან რაციონიდან ამოიღო პიცა, წითელი ხორცი, ღორის ხორცი, ყველი და გაზიანი სასმელები, რათა მისი კარიერა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.

რაზეც ლეო აქამდე უარს ვერ ამბობს, არის ტოსტი დულჩე დე ლეჩესთან - მოხარშული შესქელებული რძის ლათინო ამერიკული ანალოგი, მხოლოდ ცოტა მეტი სითხე. ისე, მოედანზე ეს აშკარად ზიანს არ აყენებს მას!



კომენტარები: