დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება გავრცელდა

03 იანვარი 2022, ორშაბათი


დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება გავრცელდა


ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“; ეს ძლიერი ოპოზიციური მოძრაობაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება, – ამის შესახებ წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ 2006 წელს განაცხადა.

 
„მოდის ის დრო, როცა ღმერთი სჯის აფსუებსაც და ოსებსაც. რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, სრულდება: კავკასიონი იკეტება საქართველოსა და ოსებს შორის. სამაჩაბლოში ქართველები ბრუნდებიან, ყველა – ერთიც არ დააკლდება. ასე ნებავს ღმერთს! საბოლოოდ ოსები განლაგდებიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე; მათ უკვე აღარ ექნებათ სურვილი საქართველოში დაბრუნებისა. ისინი საქართველოს ვერაფერს გამოსტყუებენ, ოსები კავკასიონს ვერ გადმოვლენ! მათ დიდი და ხანგრძლივი ომები ელით. იწყება ინგუშთა და ოსთა ტერიტორიული ომი. ინგუშეთი აღმოაჩენს, რომ ოსეთის ტერიტორია მათი ყოფილა და იწყებენ რუკების ფრიალს.

დადგება დრო, როცა ოსები საქართველოსკენ დაიწყებენ იმედის თვალით ცქერას, რადგან მიხვდებიან, რომ წლების შემდეგ გადაჯიშება და დიდ რუსულ დასახლებად გადაქცევა ემუქრებათ. ღირსები არიან!
 
ასე რომ, ჩემს ქართველებს კიდევ ერთხელ დავამშვიდებ: ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს ავტონომიები; გახსოვდეთ: იარსებებს ერთიანი, თავისუფალი, ხელშეუხებელი საქართველო!
 
ჩვენი სამშობლო კიდევ ერთ რევოლუციას გადაიტანს. ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“; ეს ძლიერი ოპოზიციური მოძრაობაა, რომელიც სწრაფად ყალიბდება. გაჭირვება ხალხს გააერთიანებს. დაიმსხვრევა მითი დემოკრატიულ საქართველოზე. დიდი სიბინძურეები ამოტივტივდება. ვხედავ ხალხის გაოგნებულ სახეებს. უამრავი ადამიანი გამოვა გარეთ და ამ ძალას ვერავინ შეაჩერებს. საქართველო განიწმინდება და ჩემი ხალხი გადარჩება. იწყება ახალი ეტაპი — მხოლოდ სიკეთისკენ!, – განაცხადა ლელა კაკულიამ.










კომენტარები: