ტუხელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ მესის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

25 აგვისტო 2020, სამშაბათი
31

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მესის "პსჟ"-ში ხილვა გაგვიხარდება. რომელი მწვრთნელი იტყვის უარს მესიზე? თუმცა, ვფიქრობ, კარიერას "ბარსელონაში" დაასრულებს. ის "ბარსელონას" მისტერია".

"ახლა სატრანსფერო ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ გუნდის შესავსებად. კამპანია ძალიან რთული იქნება, შესვენებების გარეშე. ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს BT Sport.

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, რომელიც ლისაბონში გაიმართა, "ბაიერნმა" "პსჟ" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, მესიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "რეკორმაისტერთან" 2:8 განადგურების შემდეგ "ბარსელონას" დატოვების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები: