უეფას სუპერთასის გამართვის თარიღი ცნობილია

22 აგვისტო 2020, შაბათი


უეფას სუპერთასის გამართვის თარიღი ცნობილი გახდა. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ერთმანეთს 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამარჯვებულის ვინაობას ერთმანეთში მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი" გაარკვევენ.

რანგით დაბალი ტურნირის ფინალში კი "სევილიამ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მილანის "ინტერი", ანგარიშით 3:2.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ უეფას სუპერთასის უკანასკნელი გამარჯვებული "ლივერპულია", რომელმაც ლონდონის "ჩელსი" დაამარცხა.

კომენტარები: