მიზეზი, რის გამოც ბარსელონა რაკიტიჩის მკაცრად დასჯას აპირებს

23 აგვისტო 2020, კვირა


Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" თავისი ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის დასჯას აპირებს.

საქმე ისაა, "ბლაუგრანა" უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ხორვატი შუახაზელი 21 აგვისტოს "სევილიას" ევროპა ლიგაზე ჩემპიონობას ზეიმობდა.

კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილი 2:8-ის შემდეგ, ფეხბურთელების მსგავსი ემოციურობა, შეუფერებელია.

აღნიშნული ფაქტი "ლურჯ-ბროწეულისფრების" ნახევარმცველის სხვა გუნდში გადასვლის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

კომენტარები: