მიზეზი, რის გამოც ვეინალდუმი ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს

20 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


ნიდერლანდული Algemeen Dagblad-ის თანახმად, ჯორჯინიო ვეინალდუმი "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს.

საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელ შემტევ ნახევარმცველს "ბარსელონაში" თაფლავს გუნდის ახალი მწვრთნელი, რონალდ კუმანი.

მერსისაიდული გუნდის ფლეიმეიქერი თავისი თანამემულე დამრიგებლის მიერ გაწვრთნილი ეროვნული ნაკრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.

აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანას" თავკაცის მხრიდან თანამემამულე შუახაზელის მისამართით დაინტერესება, გასაკვირი სულაც არ არის.

კომენტარები: