"ბარსას" რადარზე მორიგი ფრანგი მოთამაშე გამოჩნდა

18 აგვისტო 2020, სამშაბათი
68

France Football-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" 21 წლის ცენტრალურ მცველს, მალანგ სარს დაუკავშირდა. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია, მან "ნიცასთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა.

კატალონიელები მის გადმობირებას ეცდებიან, თუმცა საქმე რთულდება. სარისთან მოლაპარაკებებს ერიკ აბიდალი აწარმოებს, რომლის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

აბიდალმა მას სათამაშო დროის გარანტიაც კი მისცა. სარი მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშობს, რაც ნაწილობრივ სამუელ უმტიტის წასვლის მინიშნებაც გამოდის.

სარის მიმართ ინტერესს "არსენალი" და "ტორინო" იჩენენ, ორივე კლუბი ცდილობს ფრანგი მცველის უფასოდ დამატებას.

21 წლის მცველმა უკვე 102 მატჩის ჩატარება მოასწრო საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში. წინა სეზონში მან "ნიცას" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები: