შეთანხმება შედგა! - ობამეიანგის მომავალი გაირკვა

17 აგვისტო 2020, ორშაბათი
59

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "არსენალის" ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

გაბონელი თავდამსხმელი "მეთოფეებში" დარჩება და თავის კლუბთან მოქმედ ხელშეკრულებას 2023 წლამდე გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება "კანონირების" ფორვარდის ხელფასს, კვირაში 250 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი, პლიუს სხვადასხვა სახის ბონუსი.

"განერები" თავიანთ 14-ნომერთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

კომენტარები: