კრიშტიანუს წესი - რატომ უკრძალავდა რონალდუ დედას თავისი მატჩების ყურებას

14 იანვარი 2022, პარასკევი
24

კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება ძალიან ემოციური გამოდგა როგორც მისთვის, ასევე კიდევ სხვა უამრავი ადამიანისთვის.

რა თქმა უნდა, სიაში არის რონალდუს დედაც, რომელმაც მისი შვილის მიერ "ნიუკასლთან" გატანილი გოლის შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და ცრემლებიც კი მოაწვა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მარია დოლორეშ დუშ სანტუშ ავეირუს არ ჰქონდა მისი შვილის მნიშვნელოვანი მატჩების ყურების უფლება, მიზეზი კი თავად კრიშტიანუმ დაასახელა.

"მას არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემს დიდ მატჩებს უყუროს. მე მამა აღარ მყავს და არ მსურს, რომ დედაც დავკარგო, ამიტომ ის მეოთხედფინალებს, ნახევარფინალებს და ფინალებს არ უყურებს.

ის ძალიან ნერვიულობს და ვერ ვიგებ რატომ. ამის გამო, ჩემი მატჩის დროს მასთან მეგობრები მიდიან და ერთად სეირნობენ.

მატჩის დროს, სტადიონზე მას 2-ჯერ წაუვიდა გული", - განაცხადა რონალდუმ Daily Mail-თან.

კომენტარები: