"სამწუხაროდ, ამაზე კარგს ვერაფერს გეტყვით, მიშამ.....", - ლიზა იასკო სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

25 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი



"სამწუხაროდ, ამაზე კარგს ვერაფერს გეტყვით, მიშამ.....", - ლიზა იასკო სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს



უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

"სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერს კარგს ვერ გეტყვით, ის ისევ სუსტად არის. მომეჩვენა, რომ ის უფრო სუსტად გამოიყურებოდა ვიდრე ორშაბათს. ორშაბათს ძალიან შეშინებული ვიყავი, ჩვენი შეხვედრა მრავალჯერ შეწყდა, სხვადასხვა პროცედურებს უკეთებენ. ის გახდა რაც აქეთ გადმოიყვანეს, კიდევ 3 კგ აქვს დაკლებული მუდმივად პალატაშია. მას არ შეუძლია სუფთა ჰაერზე და მზეზე ყოფნა.

მას ახლა ძალიან სჭირდება მხარდაჭერა როგორც ახლობლების, ადვოკატების, ასევე ხალხის მხრიდან. ეს არის ის რაც ძალიან ეხმარება. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. კარგია, რომ ადვოკატი შემოუშვეს ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია", - ტქვა ლიზა იასკომ


კომენტარები: