"დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მიუხედავად იმისა, რომ მე - ძლივს გადარჩენილს ყველაზე მეტად უნდა მეშინოდეს ნაბრძოლი სიცოცხლის დაკარგვის..." - ჟურნალისტის ემოციური მიმართვა

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


"დამისვეს კიბოს დიაგნოზი... მიუხედავად იმისა, რომ მე - ძლივს გადარჩენილს ყველაზე მეტად უნდა მეშინოდეს ნაბრძოლი სიცოცხლის დაკარგვის..." - ჟურნალისტის ემოციური მიმართვა

ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ჯანმრთელობის შესახებ წერს და მოქალაქეებს კოვიდაცრისკენ მოუწოდებს.

"მოკლედ, 2013 ში დამისვეს კიბოს დიაგნოზი საკმაოდ აგრესიული ფორმა, თუმცა საწყისი იყო და ნუ ამჟამად ცოცხალი ვარ.. აღარ დავწერ ქიმიოთერაპიის და დასხივების შედეგების შესახებ, აღარ დავწერ მთელი რიგი ფსიქოლოგიური რღვევის შესახებ, რომელიც ამ გზაზე მივიღე დააა...!!!

მიუხედავად იმისა, რომ მე -ძლივს გადარჩენილს ან საბოლოოდ ვერგადარჩენილს ყველაზე მეტად უნდა მეშინოდეა ნაბრძოლი სიცოცხლის დაკარგვის, ყველანაირი გართულების-ვინაიდან ვეღარ გადავიტან იმას რაც გამოვიარე, აი ასეთ მეს ერთხელაც არ მიფიქრია რომ კოვიდ ვაქცინაზე უარი მეთქვა! ხალხო! დავიჯერო ჩემზე მეტი შიშები გაქვთ?!!!

ავიცერი ორჯერ და დავიბუსტები კიდეც უფლება რომ მომცენ! რა გვჭირს ეს რა უბედურებააა? საზოგადოება, სადაც ინდივიდი საკუთარ ჯანმრთელობაზეც კი არ იღებს პასუხისმგებლობას და მუდმივად ყველაფერზე ამ პასუხისმგებლობას სხვას კიდებს-ხელუსუფლებას! ოპოზიციას! ჟურნალისტებს! ღმერთს! ოღონდ საკუთარ თავს არა! .... ახლაც ეძებს მესიას ვინც გადაარჩენს! ნუ აი წარმოუდგენელია! ....", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე




კომენტარები: