მალდინიმ დაადასტურა - ტეო ერნანდესის მომავალი გადაწყვეტილია

24 იანვარი 2022, ორშაბათი


„მილანის“ დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, გუნდის წამყვან მცველთან, ტეო ერნანდესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

„ტეო ერნანდესი გუნდთან ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს. შეთანხმება მიღწეულია - მხოლოდ დროის ამბავია, რომ მის აგენტს შევხვდეთ და საბუთები გავაფორმოთ.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერზე“.

რომანოს თქმით, „მილანი“ ტეო ერნანდესის ახალ 5-წლიან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში ოფიციალურადაც დაადასტურებს.

24 წლის ფრანგი მცველი „მილანში“ მადრიდის „რეალიდან“ 2019 წლის ზაფხულში 21.5 მილიონ ევროდ გადავიდა და დღეის მონაცემებით, მისი ღირებულება Transfermarkt-ზე 48 მილიონს შეადგენს.

„მილანის“ მასიურით მარსელის ბინადარმა 105 მატჩის ჩატარება მოასწრო ,რომლებშიც 19 გოლი გაიტანა, 20 საგოლე გადაცემა მიითვალა, 28-ჯერ მიიღ ყვითელი და 2-ჯერ წითელი ბარათები. 

კომენტარები: