რამდენი წელი და მატჩი დასჭირდა ლოპეტეგის კარიერაში პირველი ტიტულის მოსაგებად?

22 აგვისტო 2020, შაბათი


როგორც მოგეხსენებათ, "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ევროპა ლიგის თასის სახით საკლუბო დონეზე კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

ბასკი თავკაცი ანდალუსიაში მოსვლამდე მუშაობდა "რაიო ვალეკანოში", "პორტოსა" და მადრიდის "რეალში", თუმცა პირველი ჯილდო მას "დალაქებმა" მოაგებინეს.

"თეთრ-წითლების" ამჟამინდელ დამრიგებელს მხოლოდ საკლუბო დონეზე საამისოდ დასჭირდა ხუთი წელი და 157 მატჩი.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ესპანელი მწვრთნელი წლების განმავლობაში (2010-2014) თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდის ახალგაზრდულ ნაკრებებში მუშაობდა.

კომენტარები: