ბართომეუ: "კუმანი ბარსელონაში მრავალი წლით დარჩება"

20 სექტემბერი 2020, კვირა


„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, რონალდ კუმანზე ისაუბრა.

„კუმანი „ბარსელონაში“ მრავალი წლით დარჩება. ის ამ გუნდის სიმბოლო და პრესტიჟული მწვრთნელია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, ყველაფერს პრესკონფერენციაზე თავად კუმანი იტყვის.

სიახლე, რომ ის ვიღაცაზე იმედებს არ ამყარებს, ცოტა გაბუქებულია. გუნდი ძალიან დიდია და მასში დიდებული ფეხბურთელები არიან.“ - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.


შეგახსენებთ, რომ „ასულგრანაში“ 2021 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მოგების მთავარმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა აღნიშნა, რომ კუმანს გუნდში ტრიპლეტის მოგების შემთხვევაშიც კი არ დატოვებს.

კომენტარები: