კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer Awards-მა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელა

30 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


„მანჩესტერ იუნაიტედის“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ, Globe Soccer Awards-ზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს.

„დუბაი ყოველთვის ლამაზი და ზღაპრულია თავისი გასაოცარი არქიტექტურით და კეთილი ხალხით. ვამაყობ, რომ აასეთ ელეგანტურ და პრესტიჟულ ღონისძიებაზე წლიდან წლამდე მაღიარებენ, მას მსოფლიო დონის მნიშვნელობა აქვს.

გალა-კონცენტრი Dubai Globe Soccer Gala უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. ყველა დროის საუკეთესოს ჯილდოს მიღება - კიდევ ერთი ოცნებაა.

მადლობა დუბაის. იმედია, მალე ისევ გნახავთ.“ - წერს რონალდუ ინსტაგრამში.

კომენტარები: