ჩელსის დაცვის გაძლიერება ბარსელონას მცველით სურს

30 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


ბენ ჩილველის ტრავმით „ჩელსის“ დაცვის მარცხენა ფრთაზე პრობლემები შეექმნა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი „ბარსელონას“ ახალგაზრდა მცველის, სერჟინიო დესტის დამატების ვარიანტს განიხილავს.

დესტის გარდა, გუნდში განიხილება „ევერტონის“ მცველი ლუკა დინი და ემერსონ პალმიერი, რომელიც გუნდმა გასულ ზაფხულს „ლიონში“ გაანათხოვრა - არ არის გამორიცხული, იტალიელი „ჩელსიმ“ უკან გაიწვიოს.

ამჟამად, დესტი 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული და სათანადო შემოთავაზების შემთხვევაში, „ბარსელონა“ მის გაყიდვას დათანხმდება.


კომენტარები: