რანგნიკი ცდილობს პოგბა დაარწმუნოს, რომ მისთვის იუვენტუსზე უკეთესი იუნაიტედია

30 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


იტალიური პრესა „წითელი ეშმაკების“ და პოლ პოგბას მოლაპარაკებებზე წერს.

ფრანგი კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს, თუმცა მასთან მოლაპარაკებებს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი მართავს.

მწვრთნელი ცდილობს დააჯეროს პოგბას, რომ „იუნაიტედში“ მას უფრო მეტი პერსპექტივა ექნება, ვიდრე „იუვენტუსში“.

არადა, გაიჟღერა ასევე იმ ინფორმაციამაც, რომ აგენტმა მინო რაიოლამ ტურინელებთან მომავალი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

პოგბას „იუნაიტედთან“ კონტრაქტი უახლოეს ზაფხულს ეწურება და მან გუნდი შესაძლოა სრულიად უფასოდ დატოვოს.


კომენტარები: