"აზარი რომ არ დაბრუნებულიყო, რეალი ლა ლიგას ვერ მოიგებდა", - ბელგიის ნაკრების მწვრთნელი

02 სექტემბერი 2020, ოთხშაბათი'


ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ედენ აზარზე ისაუბრა.

„ედენის ტერფი კარგ მდგომარეობაშია, მან „სიტის“ წინააღმდეგ ყველანაირი ტკივილის გარეშე ითამაშა.

თუმცა, აზარს მისი გაკონტროლება მთელი დარჩენილი კარიერის მანძილზე დასჭირდება - თამაშამდეც და თამაშის შემდეგაც, პროცედურების ჩატარება მოუწევს.

პირველი სეზონის მიუხედავად, აზარმა „რეალის“ მიერ მოგებულ ლა ლიგაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა - „ეიბერთან“ და „ვალენსიასთან“ მატჩებში საკვანძო როლი შეასრულა. ვფიქრობ, ის რომ ტრავმისგან არ დაბრუნებულიყო, „რეალი“ ჩემპიონი ვერ გახდებოდა.“ - აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.

თავისთვის პირველ მადრიდულ სეზონში, აზარმა ტრავმების გამო ძალიან დიდი დრო გამოტოვა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 22 მატჩის ჩატარება მოახერხა.





კომენტარები: