დე ხეა: "რანგნიკი ყველა ვარჯიშზე ამას ითხოვს"

27 დეკემბერი 2021, ორშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ კლუბის მედიასთან გუნდის მთავარი მწვრთნელის რალფ რანგნიკის შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია გუნდი ვარჯიშს რომ დაუბრუნდა და ყველანი უსაფრთხოდ არიან.

ჩვენ ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, რანგნიკთან ყველა ვარჯიში ძალიან დაძაბულია, ის ჩვენგან 100%-ით დახარჯვას ითხოვს.

ჯერ ყველაფერი წინ არის, რანგნიკთან ერთად მხოლოდ რამდენიმე კვირა გავატარეთ. გუნდი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს და ეს დიდ მატჩებში გამოჩნდება."- განაცხადა დე ხეამ.

კომენტარები: