ესპანეთში მბაპეს „რეალში“ გადასვლის თარიღი დაასახელეს!

26 დეკემბერი 2021, კვირა


გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის პირველ დღეებში ჩანიშნული შეხვედრა უკვე ორგანიზებულია და გადამწყვეტი ეტაპი ყველაფერს წერტილს დაუსვამს.

მბაპე „რეალის“ საკუთრება 10 იანვრამდე გახდება, თუმცა გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლოტინი „რეალში“ ტრანსფერის გამო ერთჯერად სატრანსფერო ბონუსს მიიღებს, რომლის ოდენობაც 60 მილიონი ევროა. ბონუსის პირველ ნაწილს მოთამაშე ზაფხულში მიიღებს, ხოლო მეორე ნაწილის 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე.

როგორც სჩანს, მადრიდისტებს საკმაოდ საინტერესო იანვრის თვე ელით.




კომენტარები: