კლოპი:„დაჟინებით მოვითხოვ „რეალის“ ფეხბურთელის ტრანსფერს“

26 დეკემბერი 2021, კვირა


იურგენ კლოპი მიხვდა, რომ კილიან მბაპეს „ლივერპულში“ ტრანსფერი წარმოუდგენელია, ამიტომ გეზი შეცვალა და სრული კონცენტრაცია მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ შემტევზე გადაიტანა...

როდრიგო გოეში მერსისაიდელთა რადარზე უკვე დიდი ხანია მოქცეულია, ახლა კი გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას ეცდება ბრაზილიელი წინახაზელის დასამატებლად.

კლოპმა ხელმძღვანელოას განუმარტა, რომ გოეშში უდიდეს პერსპექტივას ხედავს და მოთამაშე „ლივერპულში“ ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე „რეალშია“, ამიტომ ეს ტრანსფერი უნდა შედგეს.

ანალოგიური სიტუაცია იურგენს მაშინაც ჰქონდა, როდესაც დიოგო ჟოტას ტრანსფერს დაჟინებით ითხოვდა, თუმცა ვერავინ ხვდებოდა, რას ხედავდა გერმანელი სპეციალისტი პორტუგალიელში. დღეს ფაქტია, რომ ჟოტა პრემიერლიგაში საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ლივერპულის“ დამრიგებლის აზრით, როდრიგო შესანიშნავად გაუგებს სალაჰსა და მანეს, ის ბრწყინვალედ მოერგება მერსისაიდელთა ფილოსოფიას.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერი“ მადრიდის „რეალს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს შესთავაზებს. ინგლისელები დარწმუნებულები არიან, რომ ფლორენტინო პერესი ამ წინადადებას დათანხმდება.

კომენტარები: