ლენგლეს "ბარსელონადან" წასვლა არ უნდა

24 დეკემბერი 2021, პარასკევი


კლემან ლენგლე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონაში" დარჩენას აპირებს, - იტყობინება Marca.

ზამთარში "ლურჯ-ბროწეულისფერებს" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სურთ და ვინძლო, გასაყიდად გამზადებულთა შორის კლემანიც შედიოდეს, მაგრამ ფრანგი ამის დაშვებას არ გეგმავს.

ლენგლეს სჯერა, რომ მას თავისი კატალონიური კარიერის გადარჩენა შეუძლია.

ჩავის გუნდში მოსვლის მერე კლემანმა "ბლაუგრანას" 7 მატჩიდან 5-ში მონაწილეობა მიიღო, რაც მას იმედით აღავსებს.

წყაროს თანახმად, თუ კატალონიელები 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სარფიან წინადადებას მიიღებენ, მის გასხვისებაზე დაიწყებენ მუშაობას.


კომენტარები: