ეს არასდროს მომხდარა - მესი ანტირეკორდებს ამყარებს

24 დეკემბერი 2021, პარასკევი


"პარი სენ ჟერმენი" ლიგა ერთის ამ სეზონში თავის მხოლოდ მეორე წაგებას გუშინ მაურო იკარდის თავურმა გადაარჩინა.

სურათს ამძიმებს ის, რომ პარიზული კლუბი სატურნირო ცხრილის მეცხრამატეადგილოსან "ლორიანთან" მარცხებოდა.

"პსჟ-ს" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლიონელ მესიმ თავი ვერც ამ შეხვედრაში გამოიჩინა, რის მერეც ანტირეკორდი დაამყარა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პარიზელებმა გუშინ ჩემპიონატის პირველი წრე დაასრულეს, ამ დროის მანძილზე (875 წუთი) კი ლეომ თავი სულ 1 გოლით გამოიჩინა.

როგორც აღმოჩნდა, მესის თავის პროფესიონალურ კარიერაში სეზონის ყველაზე არაპროდუქტიული პირველი ნახევარი ჰქონდა და ამ ფაქტს არ ცვლის, რომ მის ანგარიშზე 4 ასისტიცაა.

გარდა ამისა, მესის ამ სეზონში ზედიზედ 8 საგარეო მატჩი დაუგროვდა გოლის გარეშე, რაც მისი პირადი ანტირეკორდის (2006-2007) გამეორებაა.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს ლიგა ერთში ძალიან უჭირს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე სულაც არ ითქმის, რადგან იქ მან წელს 5 გოლის გატანა მოასწრო.
 


კომენტარები: