რამდენად რეალურია რონალდუს "რეალში" დაბრუნება - ახალი ცნობა

23 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


ბოლო დღეები მედია ახალმა ინფორმაციამ მოიცვა - კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" არც თუ ისე ბედნიერია და შესაძლოა, ზაფხულში გუნდის დატოვება იფიქროს.

ესპანურ და ბრიტანულ მედიაში აგორებულ ჭორს მალევე "რეალის", "პარი სენ-ჟერმენისა" და სხვა კლუბების მიერ რონალდუს მიმართ ინტერესიც მიაწერეს.

თავისთავად, კრიშტიანუს მადრიდში დაბრუნება ბევრმა ქომაგმა ისურვა, მაგრამ ეს არ მოხდება - რონალდუ "რეალში" აღარ ითამაშებს.

ესპანურ მედიაში დამაჯერებლად იწერება, რომ "ლოს ბლანკოსში" ახალ, დიდ პროექტს იწყებენ, სადაც კრიშტიანუს ადგილი არ მოიძებნება.

ფლორენტინო პერესს კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერები სურს, ამიტომ რონალდუს ტრანსფერი გამორიცხულია.


კომენტარები: