რონალდუმ "იუნაიტედის" უკანასკნელი სავარჯიშო სესია გამოტოვა - მიზეზი გაირკვა

23 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


რალფ რანგნიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე ფეხბურთელებს უხმო და ჩაშლილი მატჩების შემდეგ, სავარჯიშო სესიები განაახლა.

MEN-ის ცნობით, უკანასკნელ სესიას დაახლოებით 18 ფეხბურთელი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის არ იყო კრიშტიანუ რონალდუ.

მედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია პორტუგალიელი ფეხბურთელის კოვიდის ან ტრავმის შესახებ, ამიტომაც მისი არ ყოფნა განსაკუთრებით მოულოდნელი იყო.

მოგვიანებით, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, "იუნაიტედი" მოთამაშეებს ეტაპობრივად აბრუნებს კარინგტონზე ფეხბურთელებს.

რონალდუს გარდა, სავარჯიშო სესიას დონი ვან დე ბეეკი, ჯეიდონ სანჩო, დინ ჰენდერსონი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა, თუმცა ისინი მალე შეუერთდებიან "მანჩესტერს".

"წითელ ეშმაკებს" შემდეგი მატჩი 28 დეკემბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ელით.

კომენტარები: