რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები დაასახელა

23 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა გოლეადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ Sport Bild-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.

უპირველეს ყოვლისა, ვახსენოთ ის, რომ რობერტმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდები დაასახელა:

"ჩემი აზრით, ფავორიტები "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "პსჟ", "რეალ მადრიდი", "ჩელსი" და ჩვენ ვართ. ფლეიოფის პირველი მატჩი თებერვლის შუა რიცხვებშია. იქამდე ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ახლა, მე თუ მკითხავთ, ეს 6 გუნდი ლიდერობს."

გარდა ამისა, ლევანდოვსკის ჟურნალისტმა თავისი ოცნების გოლის შესახებაც ჰკითხა:

"სად ვისურვებდი გოლის გატანას? ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ასევე პოლონეთის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფის ეტაპის მატჩის გადამწყვეტ მომენტში. ამაზე ვოცნებობ."

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა ლევანდოვსკის კარიერაში ერთხელ, 2019/2020 წლების სეზონში აქვს მოგებული. 



კომენტარები: