ვინ მოიგებს ოქროს ბურთს 2022 წელს - ბუქმეიქერების პირველი ვარაუდი

22 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


29 ნოემბერს ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა და ლიონელ მესიმ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მეშვიდედ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლა სულ ახლახან დაიწყო, ბუქმეიკერები უკვე გვთავაზობენ პოზიციებს.

მათი აზრით, მომდევნო სეზონში ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტები რობერტ ლევანდოვსკი და მუჰამედ სალაჰი არიან, სამეულს კი ლიონელ მესი აგვირგვინებს.

კრიშტიანუ რონალდუ სიაში მეხუთე პოზიციას იკავებს, სრული ცხრილი კი ასე გამოიყურება:
  1. რობერტ ლევანდოვსკი - 5.0
  2. მუჰამედ სალაჰი - 5.0
  3. ლიონელ მესი - 7.0
  4. კრიშტიანუ რონალდუ - 8.0
  5. კილიან მბაპე - 8.0
  6. კევინ დე ბრუინი - 8.0
  7. ერლინგ ჰოლანდი - 12.0
  8. კარიმ ბენზემა - 16.0


კომენტარები: