კლოპი: "ვინმემ გვიშველეთ, ასეთი გრაფიკით თამაში შეუძლებელია"

21 დეკემბერი 2021, სამშაბათი


"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ინგლისურ ფეხბურთის მიმდინარე სეზონის არსებული კალენდრის განრიგის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

"ჩვენ გვაქვს მატჩები ოთხშაბათს, კვირას და სამშაბათს. შეუძლებელია. ამდენი მოთამაშე არ გვყავს. შესაძლოა, გუნდში კიდევ 1-2 ინფიცირებული გვყავს. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ სცადოთ ამ ყველაფრის გავლა.

პირველ რიგში, ლიგის თასის ნახევარფინალში მეორე მატჩი უნდა მოიხსნას. მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშე, როგორ მოხდება ეს, არ მაინტერესებს. მაგრამ 26 და 28 დეკემბერს მატჩების ჩატარება არარეალურია.

ჩვენ გვინდა თამაში, მაგრამ დახმარება გვჭირდება. თუ გავაგრძელებთ, ჩვეულ რეჟიმში ვერ ვითამაშებთ. თუ სეზონი შეწყდება და საერთოდ არ იქნება თამაშები, ჩვეულებრივად მივიღებ.

ვიცი, რომ არის პრობლემა - როდის ვითამაშოთ ეს მატჩები. ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე, გრაფიკი დაძაბული იყო, მაგრამ ახლა ეს მუცელში დარტყმას ჰგავს", - განაცხადა მწვრთნელმა.


კომენტარები: