"მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს", - სუარესმა მანჩესტერის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი დაასახელა

17 დეკემბერი 2021, პარასკევი


მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალური დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, "როხიბლანკოს" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

"კრიშტიანუ რონალდუ აგრძელებს იმის დემონსტრირებას, თუ როგორი საოცარი ფეხბურთელია ის.  მანჩესტერ იუნაიტედში ის უფრო მეტია, ვიდრე გუნდის უბრალოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე.

თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად ამ ფეხბურთელებთან. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, საუკეთესოს უნდა ებრძოლო, მანჩესტერ იუნაიტედი კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, ამიტომ ისინი ტურნირზე არიან".

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" შეხვდება. "წითელ ეშმაკებში" თამაშობს სუარესისთვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი მოთამაშე: ედი კავანი.

კომენტარები: