არტურო ვიდალი იუვენტუსში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

31 აგვისტო 2020, ორშაბათი


"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა განცხადება.

მოგეხსენებათ, ტურინულ გუნდს ანდრეა პირლო უდგას სათავეში, ვისთან ერთადაც ჩილელი სწორედ "ბიანკონერის" რიგებში ასპარეზობდა.

"აღსანიშნავია, რომ პირლო "იუვენტუსის" მწვრთნელი გახდა. ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, წარმოიდგინეთ, როგორი მწვრთნელი გახდება".

"თამაშის თავისი ხედვა აქვს, რომელსაც ნაკლებად თუ ფლობს ვინმე, ასე რომ თავის კარგად გამოჩენა შეუძლია".

"პირლო შესანიშნავი ადამიანია. ერთად ოთხჯერ მოვიგეთ სკუდეტო. ბედნიერი ვიქნები, თუ დამირეკავს", - ციტირებს ვიდალის სიტყვებს Football Italia.

კომენტარები: