ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალური წყვილები ცნობილია

13 დეკემბერი 2021, ორშაბათი


როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო ეტაპზე ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება და რამდენიმე წყვილი განსაკუთრებით გამოსარჩევია. მაგალითად, "ატლეტიკო" - "ბაიერნი" და პსჟ - "მანჩესტერი". ეს იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება შედგება!

მერვედფინალური წყვილები:

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "რეალი" (ესპანეთი)

"ვილიარეალი" (ესპანეთი) - "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "ბაიერნი" (გერმანია)

"ზალცბურგი" (ავსტრია) - "ლივერპული" (ინგლისი)

"ინტერი" (იტალია) - "აიაქსი" (ნიდერლანდები)

"სპორტინგი" (პორტუგალია) - "იუვენტუსი" (იტალია)

"ჩელსი" (ინგლისი) - "ლილი" (საფრანგეთი)

"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი) - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 8-9 და 15-16 მარტს ჩატარდება.

კომენტარები: