რაიოლა: "მესი არ იყო ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი"

11 დეკემბერი 2021, შაბათი


აგენტმა მინო რაიოლამ ოქროს ბურთის დაჯილდოვების შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი აგენტის აზრით, აღნიშნული ჯილდო უნდა მოეგო მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის.

"ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ჩემი აზრით, ლევანდოვსკის წელს ოქროს ბურთი უნდა მოეპოვებინა. დემოკრატიულ გარემოშუ ხარისხი ყოველთვის პრიორიტეტი არ არის.

არჩევანში როლს თამაშობს ემოციები და გრძნობები. ვის მოსწონს და ვის არა", - განუცხადა რაიოლამ Sport1.de-ს. შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის მეორე ადგილზე გავიდა. პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პოლონელ თავდამსხმელს 2020 წლის ოქროს ბურთს გადასცემენ.

კომენტარები: